პროექტი
პროექტის სახელი: ფრედერიკ შოპენის 200 წ. იუბილე.
პროექტის მოკლე აღწერა:
მსოფლიოში შოპენის 200 წ. იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების აფიშირება.
კომპოზიტორის ბიოგრაფიის და შემოქმედების გაცნობა.
სასკოლო ღონისძიებების გამართვა.
პროექტის სრული აღწერა:
ამოცანა I:
მოსწავლეების დამოკიდებულების განსაზღვრა და გამოვლენა ცნობილი კომპოზიტორის მიმართ.
ამოცანა II.
ფრედერიკ შოპენის პორტრეტის შექმნა.
ბიოგრაფიასთან დაკავშირებული მასალის მოძიება, შემოქმედების გაცნობა.
მუს. ნაწარმოების მოძიება, შერჩევა, გაცნობა.
ამოცანა III:
ღონისძიების მომზადება და გამართვა.
ჯგუფი I.
ღონისძიების სცენარის მომზადება.
მასალების მოძიება, გაცნობა, დამუშავება
ჯგუფი II.
აუდიო ჩანაწერების, CD დისკების მოძიება.
ტექნიკური რესურსების მოძიება.
ჯგუფი III
სასკოლო დარბაზის გაფორმება.
ფოტო, ვიდეო მომსახურება.
ჯგუფი IV.
სტუმრების მოწვევა.
ღონისძიების წარმართვა.
მონაწილეთა ასაკი: 15–16 წელი
ვადები–ხანგრძლივობა: 2 კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
კლასში კენჭისყრის სახით გადაწყდა ღონისძიებების ჩატარება.
მოსალოდნელი შედეგები:
იცნობს და ახასიათებს მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს.
უსმენს და აანალიზებს მუსიკალურ ნაწარმოებს.
მონაწილეობს პროექტებში, ჩაბმულია შემოქმედებით საქმიანობაში.
სარგებელი სხვებისათვის:
კომპოზიტორის შემოქმედების უკეთ გაცნობა და საჭირო ინფორმაციის მიღება.
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
არ არიან.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
პროექტში გამოყენებულია მე–19 ს–ის ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქციები.
მოსწავლე მონაწილეობს პროექტში, უსმენს და აანალიზებს მუსიკალურ ნაწარმოებს. აცნობს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუშებს , მუსიკოსის შემოქმედებას.
პროექტის ფასილიტატორი: პედ. ხ. პოპიაშვილი
ფასილიტატორის ელ. ფოსტა. xatuna.popiashvili@gmail.com
პროექტის ვებ გვერდი/ ბლოგი.
No comments:
Post a Comment